Monday, April 11, 2016

მეცხრე დღე-ტრენინგის რეფლექსია

ტრენინგი მეტად შთამბეჭდავი იყო. ვისწავლე, თუ როგორ უნდა წარვმართო სკოლაში პროექტებით სწავლება. ის აჩვენებს მოსწავლეს თუ როგორ გამოიყენოს სკოლაში ნასწავლი მასალა ცხოვრებაში.პროექტი ასევე ავითარებს მოსწავლეებში მაღალ სააზროვნო უნარებს და ამაღლებს მოტივაციას. ისინი იკვლევენ, ქმნიან, იძიებენ და აფასებენ შედეგებს. პროექტებით სწავლება საკმაოდ გააზრებულ და შემოქმედებით  მიდგომებს მოითხოვს როგორც მასწავლებლისგან, ასევე მოსწავლისგან. ამ  დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენება,მნიშვნელოვანია ასევე პორტფოლიოს რუბრიკა, ჩეკლისტი,  და სხვა.  კმაყოფილი ვარ ტრენინგის პროგრამით, 

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Wednesday, April 6, 2016

მერვე დღე

დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმა და და ჩავშალეთ ძირითადი აქტივობები თანამიმდევრულად. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება და გავეცანით ფასილიტაციის მასალებს. ასევე ვისწავლეთ საიტზე მუშაობა,სადაც შესაძლებელია სიმღერისთვის  ფონოგრამის დადება.ჩემთვის ეს მეტად სახალისო ოყო და იმედი მაქვს აქტიურად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. მადლობა ტრენერს! 

Monday, April 4, 2016

მეშვიდე დღე

დღეს ვნახეთ შეფასების ბიბლიოთეკა, სადაც ბევრი საინტერესო ფაილი აღმოვაჩინე და ვისარგებლე კიდეც. ასევე ვისწავლე პროექტის შეფასების რუბრიკის შექმნა და გამოყენება. საინტერესო დღე გვქონდა. მადლობა ტრენერს!