Wednesday, March 30, 2016

მეექვსე დღე

დღეს ვისწავლეთ ინტერნეტსივრცეში მოძიება ჩვენთვის საჭირო მასალების. ვნახეთ  ბევრი საინტერესო ვებგვერდის მისამართი, რომელიც დამეხმარება სასწავლო პროცესში.ასევე  გავიგე, თუ როგორ შევარჩიო სასწავლო მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტი.გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს. ვნახეთ საინტერესო პოსტერების ნიმუშები.გავაკეთეთ სლაიდი მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული აქტივობების შესახებ.

Monday, March 28, 2016

მეხუთე დღე

დღეს ძალიან საინტერესო დღე გვქონდა. ვისწავლეთ სლაიდშოუს გაკეთება საკუთარი პროექტის შესახებ. შემდეგ გავხსენით "დრაივი" და ავტვირთეთ მასზე  აღნიშნული სლაიდი. მერე კი მოვახდინეთ მისი უნიკალური კოდის ჩაშენება ბლოგზე და მივუთითეთ კომენტარები. ტრენინგი საინტერესოა და სასიამოვნო მოულოდნელობებით სავსე, რისთვისაც მადლობას ვუხდით ტრენერს-დიმა პოპოვს.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია


Friday, March 25, 2016

დღე მეოთხე

დღეს ვისწავლე შეფასების სხვადასხვა მეთოდი, რომელიც დამეხმარება პროექტის სრულყოფილად შემოწმებაში.თუ როგორ უნდა განსაზღვრავდეს  შეფასება მოსწავლეთა საჭიროებებს. ასევე გავწერეთ პროცედურები სასწავლო პროექტისთვის. მოვახდინეთ თემატური, ზოგადი და შინაარსობრივი კითხვებიდან შესაბამისი აქტივობების დალაგება თანამიმდევრულად. მოვახდინეთ ყველა პროცედურის აღწერა. მადლობა ტრენერს შთამბეჭდავი ტრენინგისთვის.

Wednesday, March 23, 2016

მესამე დღე

დღეს ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა. განვიხილეთ სასწავლო სტანდარტები და მათი შერჩევა კონკრეტულად მოცემული პროექტის შემთხვევეაში. განვსაზღვრეთ მიიზნები. ჩამოვაყალიბეთ და დავსვით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. რომლებიც იქნება მიმართულების მიმცემი პროექტის მონაწილეთათვის. შინაარსობრივად საინტერესო და დატვირთული იყო დღევანდელი დღე ჩემთვის. მადლობა ტრენერს!

Sunday, March 20, 2016

დღე მეორე

დღეს თრენინგის მეორე დღე გავიარეთ. ვისწავლე პროექტის ტიპები. ასევე პროექტისთვის აუცილებელი მოთხოვნების ჩამოყალიბება მოვახდინეთ. ვისწავლეთ თუ როგორ ხდება   პროექტის შესახებ ბუკლეტის გამოცემა, გავეცანით ბუკლეტების შაბლონებს.  ავკრიფეთ ტექსტი პუბლიკაციის შესადგენად და გამოსაცემად. მე ძალიან კმაყოფილი ვარ აღნიშნული თრენინგით, რომელიც მასწავლის ახლებულ მიდგომებს მშობლებსა და მოსწავლეებთნ.

ჩემი პრობლემები და შთაბეჭდილებები

ჩემი პრობლემაა მოსწავლეთა სწავლების პროცესში ტექსტის სრულფასოვნად აღქმა.